აფხაზეთის N22 სკოლის მოსწავლეები თოჯინური სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ
24-04-2023

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები თოჯინების სახელმწიფო თეატრს, სპექტაკლის -  „მზის სხივის“, პრემიერაზე ეწვივნენ. 

აღსანიშნავია, რომ თეატრი ახლახანს განახლდა, მოსწავლეებს კი, გარემო ძალიან მოეწონათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები თავდაყირა მდგომარეობაში მყოფ ჯადოსნურ სამეფოში აღმოჩნდნენ, ისინი გაფაციცებით იცქირებოდნენ მაღლა და ვერ მალავდნენ თავიანთ სიხარულს და აღტაცებას.

მოსწავლეები, კმაყოფილები დარჩნენ სპექტაკლით და შეიყვარეს ახალი პერსონაჟები თაგუნია - „მუფი“ და ბალერინა - „პიტი“.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია ყოველთვის ცდილობს მოსწავლეები აზიაროს ხელოვნების სიახლეებს, აღნიშნული აქტივობაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203