„სიმართლე თუ ლეგენდა“ - ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება 
24-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება - „სიმართლე თუ ლეგენდა“ შეასრულეს. ისინი აქტივობებში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თემატური მაკეტები და პოსტერები მოამზადეს. 

მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძეს, ნამუშევრებზე გადაიტანეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203