საერო სკოლა „ფარნავაზის“ მე-5 კლასში ხელოვნებასა და მათემატიკაში სიანტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
24-04-2023

ქობულეთის საერო სკოლაში „ფარნავაზი“ სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის V კლასში ხელოვნებასა და მათემატიკაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მე-5 კლასში იგეგმება მინი წარმოდგენა - „რობიკო მრავალკუთხედების სამყაროში“, რომლის სცენარსაც მოსწავლეები აღნიშნულ გაკვეთილზე გაეცნენ.

მასწავლებლებმა პრეზენტაცია წარადიგენეს, რამაც როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებში აღტაცება გამოიწვია.

„მათ შეიმუშავეს გეგმა და გადაინაწილეს როლები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მრავალფეროვანი გაკვეთილები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203