„დედამიწა ჩემი სახლია“- ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
24-04-2023
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

V კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, მასწავლებელ თამილა ბაზანდარაშვილის ინიციატივით, დედამიწის დღე აღნიშნეს. გაიმართა ღონისძიება - „დედამიწა ჩემი სახლია“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დედამიწის დაცვის საქმეში თავიანთი როლი გაიაზრეს, მოამზადეს პლაკატები და პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203