„ონლაინ ინსტრუმენტები (Web 2.0) უცხო ენების გაკვეთილებზე“- მეორე სვირის N1 სკოლის მასწავლებლის - ლიანა ცხადაძის საინტერესო სტატია
24-04-2023
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის უცხო ენების მასწავლებელი ლიანა ცხადაძე მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. 

ის სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და აქტივობებს იყენებს. მოსწავლეები კი მისი ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად, ლიანა ცხადაძემ სტატია - „ონლაინ ინსტრუმენტები (Web 2.0) უცხო ენების გაკვეთილებზე“, მოამზადა.

ის ნაშრომის საშუალებით ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს უზიარებს. 

„მასწავლებლობა, გარდა საგნის ხარისხიანად და საფუძვლიანად სწავლებისა, თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების ძიებას და შემდგომ მის პრაქტიკაში გამოყენებას გულისხმობს, რათა მასწავლებელმა ახალი მიგნებები მოსწავლეების აკადემიური თუ პიროვნული განვითარებისკენ მიმართოს. ოცდამეერთე საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება გვაძლევს  შესაძლებლობას საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისო და მრავალფეროვანი გავხადოთ“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ სტატია ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203