დილითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიუძღვნეს 
24-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმ  ქართული ენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

მოსწავლეებმა, 14 აპრილის თემატიკაზე შექმნილი პლაკატებით საკლასო ოთახი მორთეს და ერთმანეთს ამ დღის ისტორიაზე ესაუბრნენ.

ბავშვებმა კიდევ ერთხელ განსაზღვრეს დედაენის არსი და მისი მნიშვნელობა ქართველი ერისა და სახელმწიფოს ინდივიდუალურობისთვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო, მოსწავლეებმა, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტი და მათთვის უცნობი ინფორმაცია მოისმინეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203