„ლიტერატურა გვეხმარება ადამიანებისა და სრულიად სამყაროს შეცნობაში“ - დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული შაშიანის საჯარო სკოლაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის მე-11 კლასი დედა ენის კვირეულის ფარგლებში, რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტს - „ქართული მოთხრობის დღე სკოლაში“, შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ კლასის მასწავლებელი ანნა ზურაბაშვილი გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის და შესაბამისად გაკვეთილის მიზანი, მოზარდთა წიგნიერების დონის ამაღლება იყო.
მოსწავლეებმა წაიკითხეს, გაიაზრეს და გააანალიზეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა - „ლარა“.
ასევე ბავშვებმა, საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს, დისკუსია გამართეს, რამაც ხელი შეუწყო ტოტალიტარიზმისა და რეპრესიების ირგვლივ, მოსწავლეთა ინფორმირებულობას.
„ლიტერატურა გვეხმარება ადამიანებისა და სრულიად სამყაროს შეცნობაში“ ,- ასე შეაჯამეს მოზარდებმა სამუშაო.