ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
24-04-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა.

სკოლაში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სადამრიგებლო საათები თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩატარდა.

ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.

დიდების მემორიალის ეზოში, მე-5 კლასის მოსწავლეებმა პოსტერი თემაზე - „დედამიწის სიცოცხლე ჩვენს ხელშია“  შექმნეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

ღონისძიებების განხორციელებაში მოსწავლეთა თვითმმართველობა, სკოლაში მოქმედი სამოქალაქო კლუბი და დაწყებითი კლასების ხელმძღვანელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203