რცხმელურის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
24-04-2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში, 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა, ლექსებით და სიმღერებით კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დამსწრე საზოგადოებას, კიდევ ერთხელ შეახსენეს საქართველოს ისტორიაში, ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის როლი.
ბავშვებმა, გაიხსენეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები, რომლებიც პატრიოტულ სულისკვეთებას შეეწირნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში გარდამტეხი როლი შეასრულეს.
ბავშვებმა, გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და თავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს