ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
25-04-2023
ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

სკოლაში Iბ კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ. მათ ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატალია დიმიტრაძე.

გაკვეთილის თემა გახლდათ - დედამიწა.

მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმი - „გამარჯობა დედამიწა!“, რომლის შესახებაც შემდგომ იმსჯელეს.

მათ ასევე ერთმანეთისგან ხმელეთისა და წყლის გარჩევა ისწავლეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელებმა ბოთლის სახურავებით მონიშნეს ისინი.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ასევე I ა კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“ აქტივობები განახორციელეს. მათი ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ინდირა აბაშიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

ისინი გაერთიანდნენ ლოზუგნის - „ვიზრუნოთ, მოვეფეროთ, გადავარჩინოთ, გავუფრთხილდეთ, გვიყვარდეს“, გარშემო და ცოდნა აიმაღლეს.

დედამიწის დღე ასევე სკოლის III ა კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს.

მათ დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დამრიგებელთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორია გაალამაზეს.

„სკოლაში მათ მოიტანეს და საკუთარი ხელით დარგეს კაკლის ხე და სხვადასხვა სახის ყვავილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათი ლოზუნგი იყო - „დარგე ნერგი, გააღიმე დედამიწა“ ,  „ვიზრუნოთ გარემოზე“.

სკოლის III ბ კლასის მოსწავლეებმა კი ბუნების გაკვეთილზე, მასწავლებელ სალომე  სურმანიძის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

„კლასში განხორციელებული აქტივობები ემსახურებოდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ვიდეოები:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203