სიონის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
24-04-2023
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი აქტივობით გეოგრაფიის მასწავლებალმა ფატი სეთურიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელმა - მარინე ჩქარეულმა და მოსწავლეებმა აღნიშნეს.
მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებული ნახატები მოამზადეს. მათ ისაუბრეს, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი პლანეტა - დედამიწა. ასევე, როგორ გავუფრთხილდეთ ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს და რა თქმა უნდა, ერთმანეთს.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს