განძის N2 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
25-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა.
სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლუსინე პანგრატიანის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა სააღდგომო ტრადიციებზე ისაუბრეს, სააღდგომო დეკორაციები დაამზადეს და საკლასო ოთახი მორთეს.
ისინი ასევე სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
საზეიმოდ მორთულმა საკლასო ოთახმა სასკოლო საზოგადოებას განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს