ბათუმის N8 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
25-04-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და მოტივაციით გამოირჩევიან, ამის დასრურია ისიც, რომ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, V კლასის მოსწავლეები გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ. მათ წარმატებით გაიარეს პირველი სასკოლო ტური, გადალახეს მეორე ტურიც, რომელიც სასტუმრო „ლეგენდაში“ გაიმართა, ბოლოს კი მესამე ფინალურ ტურში იასპარეზეს. ფინალი ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა.

ჩემპიონატის ფინალში წარმატებით იასპარეზეს მოსწავლეებმა: ლ. მეფარიძემ, თ. აბულაძემ, ს. ბასილაძემ, ლ. დიასამიძემ და დ. ხუნდაძემ. ეს მოსწავლეები სერტიფიკატებითა და ფულადი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. 

მათი დამრიგებელი თეონა ფარსენაძეა, ხოლო ჩემპიონატის გამართვას რუსლან ბერიძე ხელმძღვანელობდა. სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203