„ენა-ბურჯი ეროვნებისა“ - ერკეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
24-04-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედაენის დღეს შემეცნებითი კვირეული - „ენა-ბურჯი ეროვნებისა“, მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ორგანიზებაში, სკოლის ფილოლოგებთან ერთად, დამრიგებლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ყოველი დღე ისეთი მიზნობრივი აქტივობებით დაიგეგმა, როგორიცაა: კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები, წიგნის კითხვისა და გრამატიკის დღეები, ვიქტორინა - „ქართული ენის თავგადასავალი“, პლაკატების პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა იაკობის ილიასა და აკაკის უდიდეს ღვაწლს ქართული ენის წინაშე.
V - VI - კლასის მოსწავლეებმა, ბუკლეტები სწორი გრამატიკული ფორმების სამახსოვროებით დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებას დაურიგეს.
კვირეულის ბოლო დღე პროექტის პრეზენტაციას დაეთმო, აქტიური მონაწილეები და თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები სკოლის დირექციამ, სიგელებით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს