ბორბალოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
24-04-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადეს და სასკოლო ოთახში გამოფინეს. 

ბავშვებმა ისაუბრეს დედამიწის დღის დაარსების ისტორიაზე და მის მნიშვნელობაზე, ასევე გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პლანეტაზე ზრუნვა და გაფრთხილება. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და ამაღლებული მოტივაციით ჩაერთნენ.

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203