ბათუმის N20 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნიკოლ ფადეევა ციგურულ სრიალში, საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
24-04-2023

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელმა - ნიკოლ ფადეევამ საერთაშორისო ტურნირზე ციგურულ სრიალში წარმატებით იასპარეზა.

მოსწავლემ დიდი კონკურენციის მიუხედავად თავისი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა და Basic Novice-ს კატეგორიაში 17 ქვეყნის 36 სპორტსმენი მონაწილეობდა, გამარჯვება და ოქროს მედალი კი - ნიკოლ ფადეევას ერგო.

სკოლა ამაყობს მოსწავლის წარმატებით და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203