ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტზე იმუშავეს
24-04-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნინო ბერიძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ პროექტზე - „დედამიწის დღე“  იმუშავეს.

„პროექტის მიზანი იყო ბავშვებს უკეთ გაეცნოთ ამ დღის მნიშვნელობა, ისტორია, სად აღინიშნა პირველად დედამიწის დღე, ასევე მომავალ თაობაში მშობლიური ბუნებისადმი სიყვარულის, პატივისცემის  გრძნობის გაღვივება და მის  დაცვაზე ზრუნვა. ასევე ეკოლოგიური პრობლემების წარმოდგენა და მისი დაძლევის გზების ძიება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა პროექტის ფარგლებში, თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს.

მათ ასევე აღნიშნულ დღეზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და სკოლაში პრეზენტაცია წარადგინეს. 

აქტივობაში ისინი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203