განძის N1 სკოლის მე-4 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს
24-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე განსაკუთრებული მონდომებით აღნიშნეს. 

მე-4 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები მოამზადეს, ინფორმაცია მოიძიეს, ამ დღის ისტორიის შესახებ ისაუბრეს, საინტერესო ნომრები გამართეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 
 
„ო, ენავ ჩემო დედაო ენავ. დედაენა პიროვნების სახეა, ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს, სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია“,- წერს პედაგოგი ლილით გალოიანი.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203