ნინოწმინდის N3 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს 
24-04-2023
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე, აღდგომის დღესასწაული იზეიმეს.

ღონისძიება ორ ენაზე წარიმართა, მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულზე ისაუბრეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და იცეკვეს. მოსწავლეებმა წითელი კვერცხებიც შეაჭიდეს, სადღესასწაულო პასკებიც დაჭრეს და დააგემოვნეს.

ზეიმში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით, მასწავლებელ არუსიაკ სააკიანის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203