ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
24-04-2023

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა, პედაგოგ თინათინ გულეიშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღე აღნიშნეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლაში საინტერესო აქტივობები განხორციელდა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა სკოლაში ნახატების გამოფენა, ასევე დასუფთავებისა და გამწვანების აქცია მოაწყვეს. 

აღნიშნულ დღეს მათ აგრეთვე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს და ცოდნა აიმაღლეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203