წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მასწავლებელი ნათია ხარაიშვილი საინტერესო ვებინარში მონაწილეობდა
24-04-2023
წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ გიმნაზიას პროფესიონალი, მიზანსა და შედეგზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებისთვისაც როგორც პირად, ისე მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ. 

ისინი სხვადასხვა პროეტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ხარაიშვილია.

ამჯერად, ის საერთაშორისო კლუბის Global Friends Club – GFC-ის ქართული გუნდის ორგანიზებით, გართულ ვებინარში - „კლასის მენეჯმენტი“ მომხსენებლად მონაწილეობდა. მან საინტერესოდ ისაუბრა და ცოდნა სხვებსაც გაუზიარა. 

აღსანიშნავია, რომ ამ კლუბში წმინდა ნინოს მართლმადიდებლური გიმნაზიის მასწავლებლები - ნათია ხარაიშვილი, თეონა ღუღუნიშვილი და მაია აბესაძე არიან გაწევრიანებული.

„ნინო ცარციძე არის საერთაშორისო კლუბის Global Friends Club – GFC“ ის ერთ-ერთი აღმასრულებელი წევრი საქართელოში, კლუბის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია ინგა ხარჩილავა. კლუბის მიზანია  მთელი მსოფლიოს მასწავლებლებმა იმსჯელონ და გაუზიარონ მნიშვნელოვანი გლობალური საკითხები. გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და იფიქრონ პროფესიულ განვითარებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203