მუსხის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა
24-04-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, კი დედამიწის დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს. მათ თემატური სლაიდები მოამზადეს, დახატეს ნახატები და გამოფინეს.
მათი შემოქმედება ლამაზი ნახატით მე-9 კლასის ნამუშევარმა დაამშვენა. ღონისძიებას პედაგოგები - ნატო მაღრაძე, ლალი ცუხიშვილი და თამარ კიკნაძე ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.