
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, მათ გამწვანების აქცია მოაწყვეს. მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, გარემო გულდასმით მოაწესრიგეს, ნერგები დარგეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში დედამიწის დღის შესახებაც ვრცლად ისაუბრეს, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
იხილეთ ფოტოები: