„ალგებრული წილადი“ - ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
24-04-2023

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

VIII კლასში საინტერესო კომპლექსური დავალების ფინალური ეტაპი ჩატარდა.

მოსწავლეებმა, დავალება თემაზე - „ალგებრული წილადი“, მათემატიკის გაკვეთილებზე შეასრულეს.

საგნის ხელმძღვანელი იზა ბოლქვაძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა „განძის“, პოვნის ალგორითმი - რუკა და მინიშნებები, შექმნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული მოსწავლე შესასრულებელ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა.

საბოლოო ჯამში, გაკვეთილი საინტერესო, შინაარსიანი და ნაყოფიერი გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203