მარნეულის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
24-04-2023
მარნეულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, საინტერესო, შემოქმედებითი ნომერი წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში დედამიწის დღის შესახებაც ვრცლად ისაუბრეს, აქტივობები კი ვიდეოზე აღბეჭდეს, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.