სენაკის N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
25-04-2023
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის (ი.ხუნწარია) ხელმძღვანელობით, სხვადასხვა თემატური აქტივობა გამართეს. მათ დედამიწას წერილები გაუგზავნეს, შეასრულეს ელექტრონული დავალებები - მხიარული/მოწყენილი დედამიწა, გარემოსდაცვით თემაზე მეხსიერების თამაში ჩაატარეს, ასევე ითამაშეს - „ის თუ ეს“ და მცენარეები დარგეს.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

„სამყაროში ასეა,
დედამიწა იბრუნებს,
ბუნებას თუ მოვუვლით ,
მაშინ ჩვენზე იზრუნებს !"
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს ნაგვისგან გაწმენდა, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება, გადაკეთება და ა.შ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203