ქვედა გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
24-04-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორას საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეები ამ გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ.

ბავშვები ლოზუნგის - „დედამიწა მისია, ვინც იცავს მას“ გაერთიანდნენ. მათ თემატური პლაკატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღნიშნულ აქტივობაში ისინი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

მათ საჭირო ცოდნა, ინფორმაცია მიიღეს და  დრო ნაყოფიერად გაატარეს.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203