დიდი არაქალის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
24-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

სკოლაში  II და VIII კლასების მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების - ოვანეს წარუკიანისა  და ვარტანუშ სანოსიანის ხელმძღვანელობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მათ ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.

II კლასის მოსწავლეებმა სკოლაში ასევე ქართულ ენაზე ზღაპრები წარადგინეს.

ღონისძიების შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები კონკურსში - „საუკეთესო კალიგრაფია“ მონაწილეობდნენ.

მათ კონკურსში შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203