ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს 
24-04-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებას, ქართული ენის პედაგოგები - ემა ლიპარტელიანი და მაია მუშკუდიანი ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლეებმა დედაენის არსსა და ქართველის ერისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განსაზღვრეს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ ენას სახელმწიფოს თვითმყოფადობისა და ინდივიდუალურობისთვის.

მოსწავლეები დედაენის დღესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტ, საინტერესო და მათთვის ახალ ინფორმაციას გაეცნენ.

ღონისძიება, შემოქმედებითი და პროდუქტიული აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე დამსწრე საზოგადოებისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203