„მოლაპარაკე მაისურები“ - დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის N103 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს 
24-04-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა.

დავალებაზე - „მოლაპარაკე მაისურები“, V კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს, ხელმძღვანელი კი, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელი მ.ხარატიძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ დავალების მიზანი, მოსწავლეებში გარემოს დაცვაზე ზრუნვის კულტურის ამაღლება და ნარჩენების მართვის საჭირო უნარების გამომუშავება იყო.

მოსწავლეებმა „მოლაპარაკე მაისურების“, შექმნისათვის გამოიყენეს მაისურები და მასზე გამაფრთხილებელი გზავნილები დააწერეს, რითაც მოუწოდებენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას - „დაიცვან ბუნება, არ დაანაგვიანონ დედამიწა, დედამიწა ჩვენი სახლია“.

მაისურების დამზადების შემდეგ, ბავშვებმა სკოლის დერეფანში გამოფენა მოაწყვეს, სადაც სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაცია ჩაუტარეს - ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.

მოსწავლეებმა თანატოლებს შეახსენეს, რომ 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღნიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. დედამიწის დღე - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203