
აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. სკოლაში აღნიშნულ დღეს კვირეული მიეძღვნა.
სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებთან - ვერიკო კვანტიძესთან და მარინა კოტაშვილთან ერთად, კვირეული ღონისძიებით, - „დედამიწა ავადაა“ დაიწყეს.
ღონისძიებაზე მათ იცეკვეს, იმღერეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა. საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები: