ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ორიგინალურად აღნიშნეს
24-04-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საზეიმოდ აღინიშნა.

აღნიშნულ დღეს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს. 

ღონისძიებას გეოგრაფიის მასწავლებელი - ნანა ცინცაძე უძღვებოდა. 

„პედაგოგმა ლამაზად, შესაბამისი თვალსაჩინოებების გამოყენებით წარმოადგინა დედამიწის წარმოშობის უაღრესად საინტერესო ისტორია“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ასევე დაევალათ თითო ძირი ხის დარგვა და მისი მოვლა.

„მათ სიხარულით აიტაცეს აღნიშნული აქტივობა და გამოთქვეს მზაობა აქტიური მონაწილეობა მიიღონ დედამიწის მოვლა-პატრონობის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების დასასრულს მათ ასფალტი მოხატეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად  1970 წელს აღინიშნა. საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203