„ჩვენ ვიცავთ გარემოს“ - კაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
24-04-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.

ისინი სლოგანის - „ჩვენ ვიცავთ გარემოს“ გაერთიანდნენ და სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ასევე დმანისის ნაქალაქარის დასუფთავებაში მონაწილეობდნენ. მათ ასევე თემატური პლაკატები შექმნეს.

ატივობაში ისინი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„ჩვენ გვიყვარს დმანისი!“, - აღნიშნავენ მოსწავლეები და გარემოს სისუფთავესა და სიჟანსაღეზე ზრუნავენ. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად  1970 წელს აღინიშნა. საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203