შრომის საჯარო სკოლაში ლიტერატურული სალონის - „ივერია“ წევრებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
24-04-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს მონდომებით აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში ლიტერატურული სალონის - „ივერია“ წევრებმა რუსუდან ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღე აღნიშნეს.

ისინი დამსწრე საზოგადოების, წინაშე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო და სასიამოვნო ღონისძიებით წარდგნენ.

მოსწავლეები ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა შეიძინეს.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203