„თვლის ათობითი პოზიციური სისტემა“ -  საბუეს საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია ჩატარდა
24-04-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში შემეცნებითი კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია 13 აპრილს, მათემატიკაში, თემაზე - „თვლის ათობითი პოზიციური სისტემა“, გაიმართა.

კონფერენციას, პედაგოგი ლილი ირემაშვილი ხელმძღვანელობდა და მასში IV კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებისთვის კონფერენცია შემეცნებითი, ინფორმაციული და პროდუქტიული აღმოჩნდა, ბავშვებმა ახალი და მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203