ქვეშის საჯარო სკოლაში გეზრბენში შეჯიბრი მოეწყო
24-04-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამ მიზნით კი, თემატური აქტივობები ხორციელდება. ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეთა შორის სასკოლო ლიგა, გეზრბენი (კროსი) მოეწყო.

მასში 2010-2012 წლებში დაბადებული გოგონები და ვაჟები ასპარეზობდნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შეჯიბრის მიზანი მოსწავლეთა განვითარება, სპორტის პოპულარიზაცია, მათი ჩართულობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იყო.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებით, სპორტის პედაგოგის მარინე კალატოზიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203