
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში, მეორე წელია სასკოლო პროექტი - „ნარჩენების გადამუშავება ანუ მეორე სიცოცხლე“, ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტში, გეოგრაფიის, ხელოვნების, მოქალაქეობის მასწავლებლები და ასევე მშობლები, აქტიურად არიან ჩართულნი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, VII, VIII, IX კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით.
პროექტის ფარგლებში, მოზარდებმა საბურავებისგან საყვავილეები დაამზადეს და სკოლის ეზოს სკამები ფერადოვნად შეღებეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება, საინტერესო აქტივობებით მათი მოტივაციის გაზრდა და მათში, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გააზრება.
იხილეთ ფოტოები: