„დედამიწას შველა უნდა“ - შემეცნებითი ღონისძიება დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში 
24-04-2023

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება, IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობითა და მათი დამრიგებლის, თეა კოზმავას ხელმძღვანელობით მოეწყო.

ღონისძიების სახელწოდება - „დედამიწას შველა უნდა“, გახლდათ.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა აღნიშნეს:

  • დედამიწა ჩვენი სახლია და უნდა გაუფრთხილდეთ მას!
  • არ გავჩეხოთ ტყე!
  • დავრგოთ მწვანე ნერგები!
  • მწვანე საფარი დედამიწის ფილტვებია!
  • დედამიწას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება!

მოსწავლეებმა, ისაუბრეს დედამიწის დღეზე, მისი შექმნის ისტორიაზე და გაიაზრეს რამდენად აუცილებელია გარემოს დაცვა და ეკოცნობიერების ამაღლება.

„ვფიქრობთ, რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერად დასრულდა ჩვენს სკოლაში, რადგან ვცდილობთ დაგეხმაროთ და გაგაჯანსაღოთ ჩვენი მცირედი დახმარებით“ -  აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203