
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებას სახელწოდება - „ქართული მარტო ენაა?“, გახლდათ.
ღონისძიებას, პედაგოგები - ნანული არაბიძე და ნინო ფუტკარაძე ხელმძღვანელობდნენ, მასში კი - მე-2 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დედაენის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე თვითმყოფადი და ინდივიდუალური სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის მისი როლი განსაზღვრეს.
ბავშვებმა ასევე ისაუბრეს, საქართველოს საზოგადო მოღვაწე - იაკობ გოგებაშვილის შესახებ, მისი შემოქმედება - „დედა ენა“, განიხილეს და მისი, უკვე შესწავლილი მოთხრობები გაიხსენეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა „დედა ენას“ საპატიო ადგილი მიუჩინეს, ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს და ყვავილებით შეამკეს.
ასევე ბავშვებმა, თავიანთი, მრავალფეროვანი ნახატების გამოფენა მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე რამდენიმე წუთი კალიგრაფიის კონკურსს დაეთმო და კლასის საუკეთესო კალიგრაფი გამოვლინდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებით პატარებმა მშობლიური ენის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.
იხილეთ ფოტოები: