
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებსა და პროექტებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში მაწავლებლის - ს.ღარიბიანის ხელმძღვანელობით, პროექტი - „აირჩიეთ ციფრი“ განხორციელდა.
აღნიშნულ პროექტზე მოსწავლეებმა წყვილებში იმუშავეს. მათ თავად აარჩიეს ნომერი, რომლის შესახებ შემდგომ პლაკატი გააკეთეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ პლაკატზე მოსწავლეებმა არჩეული ნომერი აღწერეს და ინტერნეტიდან შეგროვებული უამრავი საინტერესო ინფორმაცია დაიტანეს.
აქტივობაში ისინი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს.
იხილეთ ფოტოები: