კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
24-04-2023
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, საქართველოს ისტორიაში ისეთი უმნიშვნელოვანესი და ტრაგიკული თარიღი, როგორიც 9 აპრილია.
„მე მტკივა 9 აპრილი!“- ამ ლოზუნგით - ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის Xა კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელ მთვარისა ჯინჭარაძესთან ერთად, გაიხსენეს და პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
„1989 წლის 9 აპრილი, ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს. გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა. გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას“, - აღნიშნავენ ცენტრში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს