დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ჩაუტარდათ
24-04-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები არჩევით საგნად ასტრონიმიას სწავლობენ. 

საგანი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისოა. მოსწავლეთა მოტივაციაზე კი საგნის პედაგოგი მანანა ვარდოსანიძე აქტიურად ზრუნავს და ცდილობს მათ სასწავლო პროცესი გაუმრავალფეროვნოს. 

ამჯერად,  მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ასტრონიმიაში გასვლითი გაკვეთილი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა გახლდათ - „ჩვენი სამყარო“.

ობსერვატორიაში ყოფნისას მოსწავლეებს მეცნიერ თანამშრომელმა - ე.ჯანიაშვილმა გააცნო ტელესკოპი და მასთან მუშაობის პრინციპი.

მოსწავლეებმა ტელესკოპით დაათვალიერეს სატურნი და იუპიტერი. გაეცნენ მზის სისტემას. იყო კითხვები და საინტერესო საუბარი ასტრონომიის და სამყაროს შესახებ. მოგვიანებით ღამის ცაზე, ობსერვატორიის ტერიტორიიდან დაათვალიერეს თანავარსკვლავედები და ჩვენი გალაქტიკა.

„მოსწავლეების მხრიდან იყო დიდი აღფრთოვანება და ინტერესი. ვფიქრობ, ამ ღონისძიებამ წარმატებით ჩაირა და საკმაოდ დიდი ინფორმაციის მიმცემი იყო თითოეული მოსწავლისათვის. მათ ექნებათ სამყაროზე და ციურ სხეულებზე სწორი წარმოდგენა“,- აღნიშნავს პედაგოგი მანანა ვარდოსანიძე.

იხლეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203