„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ვიქტორინა მიეძღვნა
24-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.
მათ შორის, ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა კლასის საათი ვიქტორინით - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“. მონაწილეობდა Vბ და Vგ კლასის მოსწავლეთა სამი გუნდი - „გენიოსები“, „ფესვები“ და „ერთობა“ (დამრიგებელები: ნატო ჯოხაძე და მანანა წულაია).
ვიქტორინის შეჯამებისას, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ თამაში საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, როგორც ცოდნის გამომჟღავნების, ისე ცოდნის გამდიდრების კუთხით. გაიმარჯვა გუნდმა - „გენიოსები“.
მოსწავლეებმა ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მისი როლი გააცნობიერეს.
„ხელი შეეწყო ქართული ენის საგანძურის მნიშვნელობის გაცნობიერებას და ორ კლასს შორის მეგობრობის გაღვივებას ქართულ ფესვებზე ღმერთების ენით“, - გვეუბნებიან სკოლაში.