„ციფრული ადიქცია“ - ქუთაისის N12 სკოლის მე- 8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
24-04-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით საინტერესო პროექტებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ.
მე- 8 კლასისს მოსწავლეებმა, პედაგოგ დარეჯან კუჭუხიძის ხელმძღვანელობით, პროექტზე - „ციფრული ადიქცია“ იმუშავეს. პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში. კომპიუტერსა და ტელეფონზე მიჯაჭვულობის უარყოფით შედეგებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეები.