ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
24-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით, კი სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, გაამწვანეს სკოლის ეზო, დარგეს სხვადასხვა სახის ყვავილები, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ასევე პრეზენტაციებისა და სხვადასხვა ბროშურების დამზადებაში ლოზუნგით - „დედამიწია ჩვენი სახლია“.