დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ
24-04-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლებაში, პედაგოგ მადონა ტოკლიკიშვილი ხელმძღვანელობით, გასვლითი გაკვეთილი ადიგენის მერიაში ჩაუტარდათ.

მერვეკლასელები ადიგენის მერს - გოჩა ქიმაძეს შეხვდნენ. მან მოსწავლეებს ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობები გააცნო. 

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

„მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს და საკუთარი ინიციატივებიც გააჟღერეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203