ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
24-04-2023
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, სააქტო დარბაზში თემატური ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნის პრეზენტაცია - „დედამიწა სანდო ხელებში“, მოაწყვეს. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, არაჩვეულებრივი ნამუშევარი მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მათთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
აღსანიშნავია, რომ სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საბაზისო განათლების ცენტრთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სასწავლო პროექტების განხორციელების კოორდინატორი ნანა ხუფენიაა. ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელი ნაირა კარახანიანის მხარდაჭერით, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სამუშაო პროცესში. სასკოლო პრაქტიკას ეუფლებიან და ქართული ენის კლუბის მუშაობის პროცესში ჩერთულები არიან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ვარა გალიბინი და ქსენია ზაბინა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს