„დედამიწა ჩემი სახლია“ - ბეღლეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
24-04-2023
ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედამიწა ჩემი სახლია“. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს, ეკოლოგიურ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და ხერხებზე ისაუბრეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხიელბისკენ მოუწოდეს. 

ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული ქართული ენის მასწავლებელი - ნაზი ანთაძე, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203