იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწრულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
24-04-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში 9 აპრილს აქტივობები მიეძღვნა. 

ისტორიის მასწავლებლის, მარიამ კავთელაძის ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მათ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ აზრი დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი პრეზენტაციები წარმოადგინეს. მადლობა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიებაში. ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები, მადლობა თავისუფლებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203