„ეს ჩემი ისტორიაა - „მანავის ციხე“ - მანავის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი
24-04-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობენ და იმისთვის რომ მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, მათ მრავალფეროვან პროექტებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში რთავენ. 

ამჯერად, IV კლასის (კლასის დამრიგებელი: ნანული ავაქიშვილი) მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „ეს ჩემი ისტორიაა - „მანავის ციხე“.

ამისთვის კი დასახეს ამოცანები: 

  • ისტორიული წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება სოფელ მანავზე და მანავის ციხეზე;
  • ხალხური მთქმელების ლექსების და სიმღერების შეგროვება მანავსა და მანავის ციხეზე;
  • ლაშქრობა;
  • მოძიებული მასალების პრეზენტაცია და პეიზაჟების ხატვა მანავის ციხეზე;
მოსწავლეებმა, მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად, ხალისით და ინტერესით იმუშავეს პროექტზე, მოიძიეს მასალები, დალაშქრეს მანავის ციხე, ღია ცის ქვეშ კოცონთან  მოაწყეს პრეზენტაციები, წაიკითხეს ლექსები და მოძიებული ისტორიული მასალები, იმღერეს და იცეკვეს, ბოლოს კი შეასრულეს ნახატები  - „მშობლიური მანავის თვალწარმტაცი მდელოების და სოფლის პეიზაჟის მიხედვით, კლასში კი მოეწყო გამოფენა - „ჩემი მანავის ფერადი ფერები“. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203